რუსეთისგან გადარჩენით უკრაინა იმედს აძლევს სხვა ერებს - ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსეთისგან გადარჩენით უკრაინა იმედს აძლევს სხვა ერებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა რუსეთისთვის წინააღმდეგობის ასეთი მასშტაბით კონკრეტულ ქმედებად აქცევს მრავალ საერთაშორისო კონვენციასა და დეკლარაციას.
ჩვენ ახლა თავს ტერორისტული სახელმწიფოსგან ვიცავთ და ამით მრავალი კონვენციისა და დეკლარაციის სიტყვებს კონკრეტულ ქმედებებად ვაქცევთ - ეს ხალხისა და კაცობრიობისთვის ხდება.
უკრაინელების რუსეთისგან გადარჩენით ჩვენ იმედს ვაძლევთ სხვა ადამიანებს, ბევრ სხვა ერს, რომელიც ფიქრობს, რომ იგივე აგრესია, შესაძლოა, მათ წინააღმდეგაც მიმართონ - წერს ზელენსკი.