რუსების სიცოცხლე ეწირება იმას, რომ კრემლში მყოფებს არ შეუძლიათ შეცდომების აღიარება - ზელენსკი
კრემლში მყოფების შეცდომებს ეწირება 100 ათასობით რუსის სიცოცხლე - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბახმუტში არსებულ ვითარებას შეეხო და განაცხადა, რომ ბახმუტის დამცველთა შეუპოვრობა გატეხს არა მარტო რუსულ არმიას, არამედ კრემლის მიერ დაქირავებულ მებრძოლებსაც.
ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე. ოკუპანტები ჩვენს გატეხვას ცდილობენ. თუმცა, დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, რამედ, დაქირავებულ მებრძოლებსაც.
დაფიქრდით, რუსეთმა უკვე დაკარგა თითქმის 99 ათასი ჯარისკაცი. მალე ოკუპანტების მსხვერპლი 100 ათასი იქნება. რისთვის? მოსკოვში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არავის შეუძლია და ვერც შეძლებენ. ისინი აწარმოებენ ომს და სხვის სიცოცხლეს ფლანგავენ, არა მათი ახლობლების. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ კრემლში მყოფ ჯგუფს არ შეუძლია საკუთარი შეცდომების აღიარება. - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
ძლიერი აფეთქებებია კიევში. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური იერიში მიიტანა.
უკრაინის დედაქალაქში საჰაერო თავდაცვითი სისტემა ამუშავდა, ყოველ წუთიერად ისმის გამაფრთხილებელი სირენების ხმა.
ყველაზე ცხელი წერტილი ახლა ბახმუტია. ეს ქალაქი ფაქტობრივად მეორე მარიუპოლად იქცა, რუსული არმია ცდილობს, ქალაქი მიწასთან გაასწოროს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ მოგერიებას ამ დრომდე ახერხებენ.