ზელენსკი დაუანონსებელი ვიზიტით ბახმუტში ჩავიდა

20.12.22 14:39
ზელენსკი დაუანონსებელი ვიზიტით ბახმუტში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი,  დაუანონსებელი ვიზიტით ბახმუტში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხი Fredoom ავრცელებს. 

ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის პრეს მდივანი, სერგეი ნიკიფოროვიც.

პრეზიდენტმა მოინახულა მოწინავე პოზიციები, დააჯილდოვა მებრძოლები ფასიანი საჩუქრებით. ზელენსკი ქალაქ ბახმუტიდან უკვე გავიდა - განაცხადა ნიკიფოროვმა.