ზელენსკის კონგრესში მოუსმენენ - უკრაინის პრეზიდენტი ჯო ბაიდენსაც შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვიზიტის დროს ბაიდენი დამატებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარებას გადასცემს უკრაინს.
გარდა ამისა უკრაინის პრეზიდენტი კონგრესის ერთობლივ სესიას დაესწრება და კონგრესმენებს მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა ომის დაწყებიდან, როცა ზელენსკი ქვეყანას ტოვებს.
კიდევ ერთი, გავლენიანი გამოცემა,BBC წერს, რომ დემოკრატიული პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ კონგრესის წევრებს სთხოპვა, აუცილებლად დასწრებოდნენ სხომას, სადაც ზელენსკი სიტყვით გამოვა.
განახლება: რამდენიმე წუთის წინ, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ზელენსკის ვიზიტი ოფიციალურად დაადასურა