მივდივარ აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები - ზელენსკი

"მივდივარ აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები"- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
"მივდივარ აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, მე და ჯო ბაიდენი განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას და ასევე ვიქნები გამოსვლა კონგრესზე და რიგ ორმხრივ შეხვედრებზე" - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს თეთრ სახლში დღეს შეხვდება.
გარდა ამისა უკრაინის პრეზიდენტი კონგრესის ერთობლივ სესიას დაესწრება და კონგრესმენებს მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა ომის დაწყებიდან, როცა ზელენსკი ქვეყანას ტოვებს.