გარდაიცვალა 2 , დაჭრილია 8 მშვიდობიანი მოქალაქე - ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

21.12.22 10:54
გარდაიცვალა 2 , დაჭრილია 8 მშვიდობიანი მოქალაქე - ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

2 ადამიანი დაიღუპა და 8-მ მძიმე დაზიანება მიიღო - დონეცკის ოლქზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო, ავრცელებს.

20 დეკემბერს ღამით რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს დონეცკის ოლქის ქალაქებში, უგლედარსა და ტორსკში. აგრესორების იერიშის შედეგად  2 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, კიდევ 8-მა კი სხეულის მრავლობითი ჭრილობა მიიღო - განაცხადა კირილენკომ.

გარდა ამისა, უკრაინელმა სამართალდამცველებმა 20 დეკემბერს ქალაქ სვიატოგორსკში 2 თანამემამულის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით,  ოკუპაციის პერიოდში იქნენ მოკლული. 

უკრაინაში ომის დაწყებიდან 21 დეკემბრის ჩათვლით დონეცკის ოლქში რუსი ოკუპანტების ხელით მოკლული იქნა 1275 მშვიდობიანი მოქალაქე, დაჭრილია 2770. თუმცა, ეს მაჩვენებელი სიზუსტით ვერ ასახავს რუსი აგრესორების ქმედებას და მონაცემები ზუსტდება.