ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა - რას წერს თეთრი სახლი
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი, ვაშინგტონში დაპატიჟა. შეთანხმება 11 დეკემბერს სატელეფონო საუბრისას შედგა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს ზელენსკის საზღვარგარეთ პირველი ვიზიტი იქნება.
ეს ვიზიტი ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ მისწრაფებას უკრაინის დაცვისკენ, მათ შორის, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გზით, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.