რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ერთ-ერთ ზოოპარკში გარეული ცხოველები მოიპარეს
რუსმა უკუპანტებმა ხერსონის ოკუპაციის დროს ნოვო კახოვკის ზოოპარკი გაძარცვეს და იქიდან ნუტრიები, თუთიყუშები და ნიანგი მოიპარეს. ინფორმაციას ზოოპარკის დირექტორი, ოლეგ ზუბკოვი ავრცელებს.
ჩამოვიდა ცხოველების ახალი პარტია ხერსონიდან. ეს ცხოველები საჭიროებენ მზრუნველობასა და დაცვას. ისინი კარანტინში იმყოფებიან. ძალიან ბევრი სახეობა ჩამოიყვანეს- აღნიშნავს ზუბკოვი.
რუსები, რომლებმაც ცხოველები მოიპარეს, აცხადებენ, რომ მათ ისინი გადაარჩინეს, რადგან უკრაინელებმა ცხოველები უბრალოდ მოიძულეს და უპატონოდ მიატოვეს.
ნოემბრის თვეში ხერსონიდან გამოქცეულმა რუსებმა განაცხადეს, რომ მათ უკრაინის ერთ-ერთი ზოოპარკიდან ენოტი მოიპარეს.