ზელენსკი აშშ-ში პოლონეთიდან გაფრინდა (ფოტო)

ზელენსკი აშშ-ში პოლონეთიდან ჟეშუვის აეროპორტიდან გაფრინდა - TVN-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ფშემისლში, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მატარებლით ჩავიდა.
უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში ჯო ბაიდენს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა.