ვაშინგტონში ზელენსკის ჩაყვანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი იყო ჩართული
CNN-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ჩაყვანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი იყო ჩართული.
გამოცემის ცნობით, ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ ბაიდენისგან ვიზიტის შესახებ მოწვევა მიიღო, ორივე მხარემ დაუყოვნებლივ დაიწყო უსაფრთხოების ზომების მიღება.
აშშ აქტიურად იყო ჩართული უსაფრთხოების ღონისძიებებში, რათა ზელენსკი უკრაინიდან ჩაეყვანათ და შემდეგ უკან დაებრუნებინათ.