რუსეთი ამერიკული ვალუტის წინააღმდეგ- ოფიციალურ მოსკოვს დოლარის სტაბილურობაში ეჭვი შეაქვს

29.04.21 18:52
რუსეთი ამერიკული ვალუტის წინააღმდეგ- ოფიციალურ მოსკოვს დოლარის სტაბილურობაში ეჭვი შეაქვს

ამერიკული დოლარის კურსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვარდნას დაიწყებს, როცა სხვა ქვეყნები მის სტაბილურობაში ეჭვს შეიტანენ - ამის შესახებ რუსულ ტელეარხ Первии канал-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კრემლის სპიკერმა, ვლადიმერ პესკოვმა, განაცხადა. პესკოვმა აღნიშნა, რომ როცა ხალხი ამერიკისა და მისი ეროვნული ვალუტის სტაბილურობაში დაეჭვდებიან, მისგან თავის დაღწევას შეეცდებიან. მისი ინფორმაციით, რუსეთის ვაჭრობის სფეროში დოლარის ხვედრითი წილი ყოველწლიურად ეცემა.

პესკოვის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყნის საგარეო მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც, აღნიშნა, რომ რუსეთი ეკონომიკის დედოლარიზაციის პოლიტიკას გაატარებს, რითაც ქვეყანაში დამკვიდრებულ, დასავლეთის მიერ კონტროლირებულ, საგადასახადო სისტემაზე საბოლოოდ იტყვის უარს.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, დოლარზე რუსული ექსპორტის წილი 50%-ით შემცირდა, ამაზე კი იმ ფაქტმა იქონია გავლენა, რომ ჩინეთთან სავაჭრო ოპერაციები ევროში წარმოებს. 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში დოლარის საწინააღმდეგო პოლიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც დასავლეთმა რუსეთს საერთაშორისო სანქციები დაუწესა.

რუსეთის ცენტრალური ბანკი ამ ეტაპზე საკუთარ რეზერვს ოქროთი და ევროთი ავსებს.

 

 

მსგავსი სიახლეები