თეთრი სახლი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია - უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა რამდენიმე საათში გაიმართება
ამ წუთებში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში თეთრი სახლია. რამდენიმე საათში იქ უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება.
ომის დაწყების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანას ტოვებს. ლიდერებს შორის აუდიენციის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ შტატები უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს.
დღესვე ვოლოდიმერ ზელენსკის შეერთებული შტატების კონგრესში ელოდებიან, სადაც მთავარი საფინანსო დოკუმენტის დასამტკიცებლად ემზადებიან. შეერთებული შტატები ბიუჯეტიდან უკრაინას 55 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს.