ისტორიული შეხვედრა დაიწყო - ზელენსკი თეთრ სახლშია

21.12.22 23:29
ისტორიული შეხვედრა დაიწყო - ზელენსკი თეთრ სახლშია

ისტორიული შეხვედრა დაიწყო - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა. ომში მყოფი ქვეყნის პირველ პირს პრეზიდენტი ჯო  ბაიდენი და აშშ-ის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი დახდნენ.

უკრაინის პრეზიდენტი ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე აშშ-ის კუთვნილი თვითმფრინავით დაეშვა.

„ომის 300 დღე... ძნელი დასაჯერებელია. პატივია თქვენს გვერდში ყოფნა პუტინის მიერ წარმოებული სასტიკი ომის წინააღმდეგ ერთიან დაცვაში“, - მიმართა ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის.

ასშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინი იყენებს ზამთარს, როგორც იარაღს. 

პროტოკოლის მიხედვით,  შეხვედრა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.