პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენ ხართ წლის ადამიანი აშშ-ში - ბაიდენი

22.12.22 00:23
პრეზიდენტო ზელენსკი,   თქვენ ხართ წლის ადამიანი აშშ-ში - ბაიდენი

  თქვენ ხართ წლის ადამიანი აშშ-ში - ამ სიტყვებით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის. 

ბაიდენმა ზელენსკის უთხრა ისიც, რომ უკრაინელები "მსოფლიოს შთააგონებენ"

ჩვენი პარტნიორების გააგრძელებენ კრემლზე ზეწოლას და უკრაინის დახმარებას, აღადგინოს მშვიდობა. პრეზიდენტო ზელენსკი, აშშ დგას უკრაინის შესანიშნავი ხალხის გვერდით. ჩვენ ასეთი წესი გვაქვს, რომ TIME-ის ჟურნალი წელიწადში ერთხელ ირჩევს წლის ადამიანს, თქვენ აშშ-ში წლის ადამიანი ხართ"- აღნშნა ბაიდენმა. 

 ცნობისთვის, ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა. წინასწარ ცნობილი პროტოკოლის თანახმად, ზელენსკი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს.