ვოლოიმირ ზელენსკიმ კონგრესს უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცა

22.12.22 07:27
ვოლოიმირ ზელენსკიმ კონგრესს უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცა

უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ის კონგრესში ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციებით დახვდნენ. აპლოდისმენტები რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხელმოწერილი დროშა აჩუქა.

პრეზიდენტმა კონგრესმენებს უკრაინისთვის გაგზავნილი იარაღისთვის მადლობა გადაუხადა.

"გუშინ როდესაც ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა, ომის დროშა. დროშა იმათი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს უკრაინას, ევროპასა და მთელ მსოფლიოს. მათ მთხოვეს, რომ ეს დროშა გადმომეცა თქვენთვის, აშშ-ს კონგრესისთვის - წარმომადგენელთა პალატის წევრებისა და სენატორებისთვის"- თქვა ზელენსკიმ. 

მისი თქმით, კონგრესმენების გადაწყვეტილებებმაცშეიძლება გადაარჩინოს მილიონობით ადამიანი მსოფლიოში.

ეს დროშა სიმბოლოა ჩვენი გამარჯვების. ამ ომში მყარად ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ერთიანი ვართ - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი სამყარო". - თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ამერიკელ კანონმდებლებს შობა მიულოცა და გამარჯვებული წელი უსურვა. 

გამოსვლის ბოლოს, პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ზელენსკის აშშ-ს დროშა აჩუქა.

მსგავსი სიახლეები