რუსულმა ტირანიამ ჩვენზე კონტროლი დაკარგა - ზელენსკი

"ჩვენ მოვუგეთ რუსეთს გონების ომში. ჩვენ არ გვაქვს შიში" - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა კონგრესმენებს.
ვოლოდიმირ ზლენსკის თქმით, რუსეთზე გამარჯვება უკრაინას აძლევს სიმამაცეს, რომელიც მთელ მსოფლიოს შთააგონებს.
ეს გამარჯვება ამერიკელებმა მოიპოვეს -და სწორედ ამიტომ თქვენ შეძელით გაგეერთიანებინათ საერთაშორისო საზოგადოება თავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად. ეს გამარჯვება მოიპოვეს ევროპელებმა და სწორედ ამიტომ ევროპა ახლა უფრო ძლიერი და დამოუკიდებელია, ვიდრე ოდესმე. რუსულმა ტირანიამ ჩვენზე კონტროლი დაკარგა და უკვე ვეღარასდროს შეძლებს ჩვენს გონებაზე გავლენა იქონიოს"- თქვა პრეზიდენტმა.