შობას ჩვენი რწმენის შუქი არ ჩაქრება - ზელენსკის ემოციური მიმართვა

22.12.22 10:23
შობას ჩვენი რწმენის შუქი არ ჩაქრება - ზელენსკის ემოციური მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესზე გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინელები აღნიშნავენ შობას იმისდა მიუხედავად, იქნება თუ არა ელექროენერგია და დაესხმებიან თუ არა თავს ირანული თვითმფრინავებით.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელები აუცილებლად მიუსხდებიან სადღესასწაულო სუფრას და გაამხნევებენ ერთმანეთს.

"ჩვენ აღვნიშნავთ შობას, აღვნიშნავთ შობას და ელექტროენერგია რომც არ იყოს, ჩვენი რწმენის შუქი არ ჩაქრება. თუ რუსული რაკეტები დაგვესხმიან, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი დავიცვათ. თუ ისინი თავს დაესხმებიან ირანული თვითმფრინავებით და ჩვენს ხალხს მოუწევს შობის ღამეს თავშესაფრებში წასვლა, უკრაინელები მაინც დასხდებიან სადღესასწაულო სუფრასთან და გაამხნევებენ ერთმანეთს. ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ ყველას სურვილი, რადგან ვიცით, რომ ყველა ჩვენგანს, მილიონობით უკრაინელს, იგივე გვინდა: გამარჯვება. მხოლოდ გამარჯვება". - განაცხადა ზელენსკიმ.