აშშ უკრაინას $1,8 მლნ-ის სამხედრო და $364 მლნ-ზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

22.12.22 09:46
აშშ უკრაინას $1,8 მლნ-ის სამხედრო და $364 მლნ-ზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

"სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე" - ჯო ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინას $1,8 მლნ-ის სამხედრო და $364 მლნ-ზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. პაკეტი Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 376 მილიონ დოლარზე მეტ თანხას გამოყოფს.

ბაიდენის თქმით, მისი ქვეყანა იზიარებს იმავე ხედვას "თავისუფალი, დამოუკიდებელი, კეთილდღეობის და უსაფრთხოების მქონე უკრაინის" შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, Patriot-ის სისტემა ემსახურება თავდაცვით და არა ესკალაციის მიზნებს. მისივე თქმით, უკრაინის დახმარება გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება, რადგან პუტინი "არ აპირებს ამ სასტიკი ომის გაჩერებას".

თავის მხროვ, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ხმელეთი-ჰაერის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის შექმნაში.

"ეს არის ერთადერთი გზა, რითიც ჩვენ შევძლებთ ამ ტერორისტულ სახელმწიფოს ჩამოვართვათ ტერორის მთავარი ინსტრუმენტი - შესაძლებლობა დარტყმები განახორციელოს ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ენერგიაზე" - თქვა ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები