ისტორიული ვიზიტი დასრულებულია - რა გზავნილებით ბრუნდება ზელენსკი ვაშინგტონიდან

ისტორიული ვიზიტი დასრულებულია. უკრაინის პრეზიდენტი სამშობლოში უპრეცენდენტო მზარდაჭერით და ახალი შეიარაღებით ბრუნდება. ვაშინგტონი კიევს უახლეს საბრძოლო შეიარაღებას გადასცემს. მათ შორის თავდაცვის სისტემას, რომელიც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება უკრაინას რუსული რაკეტების განადგურებისთვის.
ზელენსკის ვაშინგტონში როგორც გმირს დახვდნენ. პირველმა თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. შემდეგ იყო ემოციური დახვედრა და პრეზიდენტის არანაკლებ ემოციური გამოსვლა შეერთებული შტატების კონგრესში. კაპიტოლიუმი ფეხზე იდგა და ტაშით შეეგება ომში მყოფი ქვეყნის ლიდერს.
ზელენსკიმ პალატის სპიკერს ის დროშა გადასცა, სადაც ათობით იმ მებრძოლის ხელმოწერაა, რომელიც ამ წუთებში ბახმუტს იცავს. კონგრესის ტრიბუნიდან ერთდაერთი თხოვნა და მოწოდება უკრაინის დახმარება იყო.
უფრო ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.