4 გარდაიცვალა და 7 დაიჭრა - რუსმა ოკუპანტებმა დონეცკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
4 ადამიანი გარდაიცვალა და 7-მა სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად, რომელიც აგრესორებმა დონეცკის ოლქზე განახორცილეს.
ინფორმაციას დონეცკის სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო, ტელეგრამ არხზე აქვეყნებს.
22 დეკემბრის ჩათვლით რუსებმა მოკლეს 4 მშვიდობიანი მოქალაქე, აქედან 2 მათგანი ჩასოვი იარუში და 2 - ბახმუტში, ხოლო 7 დაჭრილია.
დაზიანებულები სასწრაფო წესით საავადნმყოფოშიგადავიყვანეთ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - განაცხადა კირილენკომ.
23 დეკემბრის ჩათვლით რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში მოკლეს 1279 მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილია 2780. თუმცა ეს სტატისტიკა არ არის საბოლოო, რადგან მასში არ შესულა მონაცემები მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან.