რუსი დეპუტატი პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს

23.12.22 12:01
რუსი დეპუტატი პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს

მუნიციპალურმა დეპუტატმა პეტერბურგიდან რუსეთის გენერალურ პროკურატურას და შსს-ს პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვა. ამის შესახებ ის "ტვიტერზე" წერს.

ნიკიტა იუფერევი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზდენტი რუსეთის ჯარის შესახებ "ფეიკების" გავრცელების მუხლით უნდა გასამართლდეს. მისი თქმით, პუტინმა თავის გამოსვლაში სიტყვა "ომი" ახსენა, რის გამოც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი გასამართლდა.