უკრაინია პუტინისთვის სასიკვდილო განაჩენია - მიხაილო პოდოლიაკი

დიქტატორი პუტინი საკუთარ მოჩვენებით სამყაროშია - ამის შესახებ ტელეკომპანია FREEDOM-ს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, განუცხადა.
პოდოლიაკის განმარტებით, უკრაინა პუტინისთვის სასიკვდილო განაჩენად იქცა, ამას კი რუსი სამხედროები გრძნობენ.
პუტინი მოჩვენებით სამყაროშია. ის იმედოვნებს, რომ „გააგრძელებს“ და მოიგებს ამ ომს, მაგრამ უკრაინა მისთვის სასიკვდილო განაჩენია.....
რუს სამხედროებს ესმით, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, რომ რეალურად მათი ქვეყანა გაძარცვეს, მათ ესმით, რომ მსოფლიოში მეორე არმია და სამხედრო ინდუსტრია, რომლისაც ყველას უნდა ეშინოდეს, აღარ არსებობს - განაცხადა პოდოლიაკმა.