გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ მოქალაქეებს შობა პირველად მიულოცა

26.12.22 14:36
გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ მოქალაქეებს შობა პირველად მიულოცა

გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს მოქალაქეებს შობა პირველად მიულოცა. სადღესასწაულო მიმართვა უინძორების სასახლიდან შედგა.

არ შემიძლია საკმარისად გამოვთქვა მადლიერება იმ სიყვარულისა და თანაგრძნობისთვის, რომელიც ჩვენი ოჯახისადმი გამოხატეთ. შემიძლია გავიხსენო არაერთი წერილი, ბარათი და შეტყობინება, რომელიც მე და ჩემმა ცოლმა მივიღეთ. შობა განსაკუთრებით მტკივნეული პერიოდია ჩვენთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დავკარგეთ, რადგან ყოველ წამს  ვგრძნობთ ამ დანაკლისს.

დედაჩემს მარადიული ნათელის სწამდა. ეს მისი ღვთისადმი რწმენის ფუნდამენტს წარმოადგენდა, მაგრამ გარდა ამისა, მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ადამიანებისადმი რწმენა. მას მეც მთელი გულით ვიზიარებ. ეს გულისხმობს გჯეროდეს თითოეული ჩვენგანის განუსაზღვრელი შესაძლებლობის, სიკეთითა და თანაგრძნობით გავლენა მოვახდინოთ სხვების ცხოვრებაზე. სწორედ ასე ვრცელდება ნათელი სამყაროში და ამ პრინციპს ეფუძნება საზოგადოება, - თქვა მეფემ.

მსგავსი სიახლეები