ზურაბიშვილს შეუძლია შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, არ მესმის, რატომ არ აკეთებს ამას - ფეიგინი
რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.
ფეიგანი პირდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა შიეწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მას უნდა მიეცეს შესალებლობა იმკურნალოს საზღვარგარეთ.
პროცესუალურ საკითხებში ჩვენ არ შევდივართ, ჩვენ არ ვცდილობთ ვინმეს რამე მივუთითოთ. ესაა ქართული სასამართლოს გადასაწყვეტი. მაგრამ არსებობს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ხელში ბერკეტი. მას შეუძლია შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ, როდესაც საქმე სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობას ეხება, ბოლოს და ბოლოს, ის უნდა იყოს გადაყვანლი საზღვარგარეთ ისეთ კლინიკაში, სადაც მიიღებს სამედიცინო დახმარებას. მე არ მესმის, რატომ არ აკეთებენ ამას. მიხეილ სააკაშვილი თავად ჩამოვიდა საქართველოში, რამაც გააქარწყლა მოსაზრება, რომ ის მართმსაჯულებას ემალება", - ამბობს ფეიგანი.