ჩავატარებთ გლობალურ აქციას - "გადავარჩინოთ მიშა" - ფეიგინი

27.12.22 10:40
ჩავატარებთ გლობალურ აქციას  - "გადავარჩინოთ მიშა" - ფეიგინი

4 იანვარი 12 საათი - მსოფლიოს ყველა ქვეყნაში მიხეილ სააკშვილის მხარდასაჭერად  ერთიანდებიან. "გლობალურ აქციას" საქართველოს მესამე  პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და ზელენსკის  მრჩეველი ოლექსეი არესტოვჩი აანონსებენ.

"გადავრჩინოთ მიშა" - ამ მოთხოვნით  უფლებამდცველი მოქალქეებს სააკაშვილის მხარდაასჭერად მსოფლიოს ყველა ქვეყნაში საელჩოსთან მისვლისკენ მოუწოდებს.

"იმედი გვქონდა ზურაბიშვილის რეაქციის. ჩავატარებთ გლობალურ აქციას  - გადავარჩინოთ მიშა - 4 იანვარს მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მაყურებელს, ვიდრე საქართველოში შობა დადგება, გამოდით მთელს მსოფლიოში  მთავარ დედაქალაქებში, საქართველოს ყველა საელჩოსა და საკონსულოსთან, მოდით პლაკატებითა და მოთხოვნებით, რომ მოხდეს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე და სააკაშვილს, მისი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით მისცენ საშუალება მიიღოს ადეკვატური მკურნალობა. მე უკვე მომწერეს მთელი მსოფლიოდან და ეს გიგანტური რაოდენობის ადამიანებია. დავიწყოთ ამით", - თქვა ფეიგინმა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები