ახალი წლის დღეებში რუსეთი უკრაინაზე შეტევებს გეგმავს - რას ამბობენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა, ის გარემოებები დაასახელა, რომლის მიხედვითაც რუსეთი სადღესაწაულო დღეებში უკრაინაზე იერიშების მიტანას გეგმავს.
პირველ რიგში, ისინი ნამდვილად ცდილობენ, ჩვენ სინათლე და ნათელი დღესასწაულები წაგვართვან, - ეს გასაგებია, ეს მათი ტერორისტული ტაქტიკაა.
მეორეც, ჩვენ მათ გარკვეულ აქტიურობას ვაკვირდებით. დიდი ხნის მანძილზე მათ შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობისთვის რაკეტების გადამტანები არ შეუტანიათ, ახლა კი იქ რაკეტის სამი გადამტანია, რომელთანაგანც ორი წყალქვეშაა.
შეგახსენებთ, რომ ეს გარკვეულწილად რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაციის მიღებას ართულებს, თუმცა ჩენი საჰაერო თავდაცვის მუშაობას არ გამორიცხავს, - აღნიშნა გუმენიუკმა.