აშშ რუსეთის პრეზიდენტის ფიზიკური განადგურებით იმუქრება - ლავროვი

27.12.22 13:04
აშშ რუსეთის პრეზიდენტის ფიზიკური განადგურებით იმუქრება - ლავროვი

აშშ რუსეთის პრეზიდენტის ფიზიკური განადგურებით იმუქრება. ამის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს.

ლავროვის მტკიცებით, სწორედ ამაზე მეტყველებს პენტაგონის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცადებებიც, რომელთა ვინაობის აფიშირებაც არ ხდება. 

ყველაზე შორს ვაშინგტონში წავიდნენ: იქ, ვინმე დაუსახელებელი ოფიციალური სახეები პენტაგონიდან, ფაქტობრივად, კრემლს სახელმწიფო ლიდერის ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. თუკი ასეთი იდეა ვინმეს მართლა აქვს, ის ვიღაცა შესაძლო შედეგების შესახებ კარგად უნდა დაფიქრდეს, - განაცხადა ლავროვმა.