რუსი ბიზნესმენი, რომელიც პუტინს აკრიტიკებდა, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა

27.12.22 16:29
რუსი ბიზნესმენი, რომელიც პუტინს აკრიტიკებდა, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა

რუსი ბიზნესმენი, პაველ ანტონოვი, რომელიც ბოლო პერიოდში პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებდა, 25 დეკემბერს ინდოეთის ქალაქ რაიაგას სასტუმროში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.

რუსული მედიის ცნობით, სიკვდილის გამომწვევი მიზეზი სიმაღლიდან გადმოვარდნა გახდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე სასტუმროში ცოტა ხნის წინ, 22 დეკემბერს, დაიღუპა ანტონოვის ბიზნესპარტნიორი, ვლადიმერ ბიდანოვიც.

უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ანტონოვმა რუსეთის ხელისუფლება  ტერორიზმში დაადანაშაულა, თუმცა, მოგვიანებით თავისივე ნათქვამი უარჰყო. 

რუსეთში ბოლო პერიოდში გახშირდა იმ ბიზნესმენების გარდაცვალების ფაქტები, რომლებიც პუტინის პოლიტიკას არ ეთანხმებიან.