სანქციები არ არის პანაცეა, რუსები ომს თავისით არ შეწყვეტენ - ჟოზეფ ბორელი
სანქციებმა რუსეთი მნიშვნელოვნად დააზარალა, მაგრამ ისინი თავისით ომს არ შეწყვეტენ - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოზეფ ბორელმა, განაცხადა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ სანქციები კრემლზე ზემოქმედების მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
სანქციები არ არის პანაცეა, რუსები ომს თავისით არ შეწყვეტენ. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ისინი მუშაობს და რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვა: რუსეთის ეკონიმიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა - განაცხადა ბორელმა.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა 9 პაკეტი შემოიღო. ეკონომიკური შეზღუდვა შეეხოღ რუს ოლიგარქებს, ხელსიუფლების უმაღლესი წრეების წარმომადგენლებს, სამხედრო მაღალჩინოსნებსა და და პროპაგანდისტებს.