უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

27.12.22 18:24
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას ტელეგრამ არხი Беларускі Гаюн ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაცით, სირენები ჯერ უკრაინის დედაქალაქში გაისმა, ხოლო რამოდენიმე წუთში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. 

ტელეგრამ არხის ინფორმაციით, ბელორუსის ტერიტორიიდან ჯერ რადიოლოკაციური თვალთვალის თვითმფრინავი, შემდეგ კი ავიაგამანადგურებელი МиГ-31К აფრინდა.

უკრაინის ტერიტორიაზე განგაშის სირენების ჩართვა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.