ასეთ რუსეთთან ურთიერთობა არ შეიძლება - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

"ასეთ რუსეთთან ურთიერთობა არ შეიძლება"- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თქვა.
Digi24-თან ინტერვიუში მინისტრმა თქვა ისიც, რომ ბევრი რუსის მსგავსად დასავლეთსაც მშვიდობიანი და დემოკრატიული რუსეთის ხილვა სურს, თუმცა ამის "ილუზიები არ აქვს".
ასეთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა არ შეიძლება. როგორც ბევრ რუსს, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი და დემოკრატიული რუსეთი, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს მეზობლებისთვის. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამის ილუზია - ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი საერთო უსაფრთხოების მუდმივი გაძლიერება რუსეთის პირისპირ". - თქვა ბერბოკმა და დასძინ, რომ გერმანია იქნება უკრაინასთან "მანამ, სანამ საჭირო იქნება".