ჰერსონში ოკუპანტებმა სამშობიარო დაბომბეს

ოკუპანტებმა ჰერსონში საავადმყოფო დაბომბდეს. ჰერსონელი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს ცნობით, ჭურვები საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებას მოხვდა.
ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ნათლად ჩანს, რომ საავადმყოფოს შენობა სერიოზულად არის დაზიანებულ: ჩამსხვრეულია ფანჯრები, დანგრეულია სახურავიდა კედლები.
პრეზიდენტის ოფისი იუწყება, რომ რუსების იერიშებამდე აღნიშნულ სამშობიაროში ორი ბავშვი დაიბადა. ექიმებმა საკეისრო კვეთის ჩატარება მოასწრეს.