უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
როგორც ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ აცხადებს, ადგილობრივი დროით 05:33 საათზე საჰაერო განგაში სამხრეთის ოლქებში გამოცხადდა, 06:04 საათისთვის კი, განგაში დასავლეთ ოლქების გარდა დანარჩენ ყველა რეგიონზე გავრცელდა.
უკრაინული ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს თავშესაფრებიდან გარეთ არ გავიდნენ.
ამჟამად, ოდესის OVA-ს სპიკერის, სერგეი ბრაჩუკის თქმით, შავ ზღვაში გამშვებ სარაკეტო ხომალდს კიდევ ერთი წყალქვეშა ნავი დაემატა, რომელზეც კიდევ 4 რაკეტაა დამონტაჟებული.