მტერი სარაკეტო ტერორს ახორციელებს, მაგრამ გავუძლებთ და გავიმარჯვებთ - ვალერი ზალუჟნი

29.12.22 13:58
მტერი სარაკეტო ტერორს ახორციელებს, მაგრამ გავუძლებთ და გავიმარჯვებთ - ვალერი ზალუჟნი

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სიტემამ მტრის მიერ გაშვებული 69 რაკეტიდან 54-ის ჩამოგდება შეძლო - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი, ადასტურებს. მისი ინფორმაციით, ქვეყანა ახერხებს, ოკუპანტების სარაკეტო ტერორი თავიდან აიცილოს.

მტერი ახორციელებს უკრაინაზე სარაკეტო ტერორს. მათი მიზანია, ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანოს. თუმცა, ამას ვერ მოახერხებენ- მტრის მიერ გაშვებული 69 საზენიტო მართვადი რაკეტა ЗРК С-300 -დან 54 ჩამოვაგდეთ.

ჩვენ გავუძლებთ და გავიმარჯვებთ - აცხადებს ვალერი ზალუჟნი.

უკრაინული ტელეგრამ არხ pravda -ს ინფორმაციით, ოდესაში დილიდან მტრის 21 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. 

ლვოვში კი აფეთქებების ხმა ისმის. ქალაქში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ამუშავდა, თუმცა, ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ლვოვის მერი, მაქსიმ კაზოცკი, მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დარჩნენ სახლებში, ან თავი უსაფრთხო შენობებს შეაფარონ. მისივე ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ მტრის რამოდენიმე რაკეტა ჩამოაგდო.

ანალოგიური სიტუაციაა ხარკოვში, სადაც მტრის რაკეტები ძირითადად სლობოდსკის რაიონიდან მოფრინავს. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის, ინფორმაციით,  ხარკოვს რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმები შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუღია.

28 დეკემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას დრონი კამიკაძეებით შეუტიეს, დილიდან კი  - ფრთოსანი რაკეტებით.  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები