საბერძნეთში 25 წლის ქართველი დააკავეს

30.12.22 12:04
საბერძნეთში 25 წლის ქართველი დააკავეს

საბერძნეთში 25 წლის ქართველი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარედ გაჩერებული მანქანების ფანჯრის მინას ამტვრევდა და ნივთებს იპარავდა. 

დაკავებული ათენის სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს.