უკრაინაში რუსეთის დანაკარგი რეკორდს აღწევს - ექსპერტის ვარაუდით, პუტინს ახალი ბიომასა დასჭირდება

30.12.22 15:05
უკრაინაში რუსეთის დანაკარგი რეკორდს აღწევს - ექსპერტის ვარაუდით, პუტინს ახალი ბიომასა დასჭირდება

უკრაინაში რუსეთის დანაკარგები რეკორდს აღწევს. ხანგძლივი ომისთვის პუტინი აუცილებლად გამოიყენებს ბიომასას- ახალმობილიზებულ რუსებს - ამის შესახებ სამხედრო-პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ალექსანდრ კოვალენკომ, განაცხადა. 

ექსპერტის აზრით, ნაწილობრივმა მობილიზაციამ შედეგი ვერ გამოიღო იმის გარდა, რომ რუს სამხედროთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. 

არ გამიკვირდება, თუკი რუსი სამხედროების სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი თვეში 16 ათასს მიაღწევს, რადგან პროფესიონალური და ხარისხიანი მაჩვენებელი არაფრისგან არ დგება.

რუსეთს ომის გასაგრძელებლად ბიომასა კიდევ სჭირდება დიდი რაოდენობით. პუტინი ხომ ხანგძლივ ომზე საუბრობს. - ამბობს რუსი ექსპერტი. 

ამასთან, ექსპერტის ინფორმაციით, კრემლი ვერ მოახერხებს, უზრუნველყოს სათანადო ტექნიკითა და არტილერიით რუსეთში მობილიზებული ,,ბიომასას" , ეს კი მათ სიკვდილიანობის მაჩვენებე;ლს მნიშვნელოვნად გაზრდის. 

კოვალენკო არ გამორიცხავს, რომ რუსეთს 2023 წლსი თებერვლისთვის სამობილიზაციო რესურსი ამოეწუროს, რაც ომის ახალი ტალღის გათვალისწინებით კრემლის ზარალს უფრო გაზრდის. 

უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთის სამხედრო დანაკარგმა 105 ათას 250 ჯარისკაცი შეადგინა. გარდა ამისა, გადანდგურებულია რუსეთის 183 ტვითმფრინავი, 268 ვერტმფრენი, 3026 ტანკი, 6059 ჯავშნოსანი მანქანა, 2010 საარტილერიო სისტემა, 4683 სამხედრო ავტომობილი.

 

 

მსგავსი სიახლეები