10 თვიანი ომის განმავლობაში დღეს უკრიანელებისთვის ყველაზე უჩვეულო ახალი წელი დადგება

31.12.22 12:16
10 თვიანი ომის განმავლობაში დღეს უკრიანელებისთვის ყველაზე უჩვეულო ახალი წელი დადგება

10 თვიანი ომის განმავლობაში დღეს უკრიანელებისთვის ყველაზე უჩვეულო ახალი წელი დადგება. 2023 წლის შემოსვლას ზოგი ბომბსაფარებში შეხვდება, ზოგი საკუთარ სახლში და ზოგიც საკუთარი სახლიდან ძალიან შორს, ლტოლვილობაში.

ახალი წლის ღამითაც, უკრიანა მორიგ შეტევას ელოდება და არ აქვთ იმედი, რომ პუტინი ვინმეს დაინდობს, ამიტომ დღეს მთელი დღის და ღამის განმავლობაში საომარი მოქმედებებსი ზონაში განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული.

"ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედებები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარეობას. იქ მძიმე ბრძოლები გრძელდება. ყველაზე ცხელი წერტილი ბახმუტი, კრიმინოე და სოლედარია. მნიშვნელოვან პოზიციებს ვაკონტროლებთ და ეტაპობრივად წინ მივიწევთ. მომდევნო წლიდან უკრაინის შეიარაღება და საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება. ეს იქნება არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტია. ჩვენი გაძლიერება 2023 წელს ერთ-ერთი მთავარი მიზანია. დასავლეთი ჩვენ გვერდით დგას. უკრაინა მიღწეულ ლიდერობას ბოლომდე შეინარჩუნებს". - ამბობს ზელენსკი.