რუსეთმა შესაძლოა, უკრაინას ახალი წლის დღესასწაულებზე დაარტყას - ბრიტანული დაზვერვა

31.12.22 13:49
რუსეთმა შესაძლოა, უკრაინას ახალი წლის დღესასწაულებზე დაარტყას - ბრიტანული დაზვერვა

რუსეთმა შესაძლოა, უკრაინას ახალი წლის დღესასწაულებზე დაარტყას - ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა თავის ყოველდღიურ ანგარიშში იუწყება.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ოქტომბრიდან რუსეთი მიჰყვება გარკვეულ სქემას, რომლის თანახმად, ყოველ 7-10 დღეში ერთხელ ახორციელებს მძიმე დარტყმებს. უწყების განმარტებით, რუსეთი ზედმიწევნით იცავს ამ სქემას, რათა დაძლიოს უკრაინის თავდაცვის სისტემა. თუმცა, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთმა დაარღვიოს ეს მოდელი და კვლავ დაარტყას უკრაინას უახლოეს დღეებში.

 

მსგავსი სიახლეები