რუსებმა ფრონტის ხაზზე თავი შეირცხვინეს - ამერიკელი გენერალი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ცოტა ხნის წინ, გაეროს ჩართულობით “მშვიდობის სამიტის” ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. მიიწვევენ თუ არა რუსეთს ამ სამიტზე, ან რა იქნება ქვეყნის როლი მიწვევის შემთხვევაში, ჯერ უცნობია.
ამერიკელი ოთხვარსკვლავიანი თადარიგის გენერალი, ჯეიმს ჯონსი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკება უკრაინა-რუსეთს შორის, ომის ამ ეტაპზე შეუძლებელია.
2023 წლის მოლოდინების, გასული 10 თვის შეფაებებისა და პუტინის მთავარი სამიზნეების შესახებ პრეზიდენტ ობამას ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და ამერიკული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილ მთავარსარდალს, გენერალ ჯეიმს ჯონსს ამერიკის ხმის ჟურნალისტი ესაუბრა.
იმის უეტესობა, რასაც რუსები ომის შესახებ საჯაროდ ამბობენ, არ გამართლდა. სიმართლე რომ ვთქვათ, რუსებმა ფრონტის ხაზზე თავი შეირცხვინეს ბევრი მიმართულებით. არ მგონია, რომ მათ ომის პარალელურად ჯარების თავიდან გაწვრთნა შეუძლიათ. ეს შესაძლებლობები მათ 10-15 წლის წინ ჰქონდათ. მათი არჩევანი იყო არაფერი შეეცვალათ. უკრაინამ სხვა არჩევანი გააკეტა და ამის შედეგები ფრონტის ხაზზე შეგიძლიათ დაინახოთ", - ამბობს ჯეიმს ჯონსი