ფოიერვერკების დაუვიწყარი შოუ სიდნეიში - ავსტრალიაში ახალი წელი დადგა

31.12.22 17:00
ფოიერვერკების დაუვიწყარი შოუ სიდნეიში - ავსტრალიაში ახალი წელი დადგა

ავსტრალიაში უკვე ახალი წელი დადგა. 

ფოიერვერკების დაუვიწყარ შოუს სიდნეის ჰარბორის ხიდის, ოპერის თეატრისა და შემოგარენის ხედით ადევნებს მაყურებელი თვალს. ეს შოუ რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდება და ფოირვერკების პარალელურად ხიდი სხვადასხვა ფერებში განათდება. ათასობით ტურისტია ახლა შეკრებილი ქალაქის ცენტრში. 

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდა ხალხი სპეციალურად ამ მომენტის სანახავად ავტრალიაში. დღეს ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად არ იქნება შეზღუდვები, პირბადეები და დისტანცია.

 

 

მსგავსი სიახლეები