რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საკრუიზო რაკეტები გაუშვა - კიევში აფეთქებების ხმა ისმის

31.12.22 17:32
 რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საკრუიზო რაკეტები გაუშვა - კიევში აფეთქებების ხმა ისმის

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საკრუიზო რაკეტები გაუშვა. ამ დროისთვის საჰაერო განგაში უკრაინის ყველა რეგიონშია გამოცხადებული.

ამის შესახებ ინფორმაციას მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმი ავრცელებს.

ამის პარალელურად კიევში აფეთქებების ხმა, ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან, ისმის. დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ქალაქში მომხდარი აფეთქებები დაადასტურა.

სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო, ოდესაში, ხარკოვში, სუმში, მიკოლაივში, კიროვოჰრადში, დნიპროპეტროვსკსა და ჟიტომირში ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზნით, დროებითი ზომები შემოიღეს.