2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის მესამედი რეცესიაში იქნება

02.01.23 12:05
2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის მესამედი რეცესიაში იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტალინა გეორგიევას თქმით, გლობალური ეკონომიკის დიდი ნაწილისთვის 2023 წელი რთული იქნება.

მისივე განცხადებით, გლობალური ზრდის მთავარი ძრავები აშშ, ევროპა და ჩინეთი - ეკონომიკურ ვარდნას განიცდიან.

კრისტალინა გეორგიევას თქმით, 2023 წელი "უფრო რთული" იქნება. 

„ახალი წელი იქნება უფრო რთული, ვიდრე ის წელი, რომელსაც უკან ვტოვებთ. რატომ? იმიტომ, რომ სამი დიდი ეკონომიკა - აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი - ერთდროულად განიცდიან ეკონომიკურ ვარდნას”, - თქვა გეორგიევამ.

მოსალოდნელი რეცესიის მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი, მზარდი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ჩინეთში COVID-19-ის გავრცელებაა.