იაპონია G7-ის სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას გეგმავს

02.01.23 12:47
იაპონია G7-ის სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას გეგმავს

იაპონია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვევას გეგმავს.

Nikkei-ის ინფორმაციით, G7-ის სამიტი 19-21 მაისს ჰიროშიმაში გაიმართება. 

დეკემბერში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ 2023 წელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას აპირებს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის საკითხზე G7-ის კოორდინაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია იაპონიისთვის ტაივანთან შესაძლო კონფლიქტისთვის მოსამზადებლად.

მსგავსი სიახლეები