ვლადიმერ პუტინი სტალინის შეცდომებს იმეორებს - ფინეთის პრეზიდენტი

ვლადიმერ პუტინი სტალინის შეცდომებს იმეორებს - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა გააცხადა.
საული ნიინისტეს განცხადებით, ფინეთის, ევროპისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი წელსაც გაგრძელდება.
მისი თქმით, რუსეთმაც და საბჭოთა კავშირმაც შეცდომა დაუშვეს და სჯეროდათ, რომ ისინი სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინას და ფინეთს.
"ავტორიტარული ქვეყნის ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს. თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ. ხალხი, რომელიც ერთად მოქმედებს, დიდი ძალაა", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.