ვინიცაში უცნობი ეკლესიაში შეიჭრა და მღვდელს ყელი გამოჭრა

02.01.23 18:06
ვინიცაში უცნობი ეკლესიაში შეიჭრა და მღვდელს ყელი გამოჭრა

ვინიცაში დააკავეს ბოროტმოქმედი, რომელიც დანით თავს სასულიერო პირს დაესხა. ინფორმაციას ვინიცის პოლიცია ავრცელებს.

ინციდენტი 2 იანვარს, ქალაქის ერთ-ერთ რელიგიურ ნაწილში მოხდა. დილის 09: 00 საათზე პოლიციაში მღვდელმსახურის დაჭრის შესახებ შეტყობინება შევიდა.  

სამართლდამცველებმა დამნშავე შემთხვევის ადგილზე დააკავეს. სხვა გარემოებები ზუსტდება.

ეკლესიის მსახურების ინფორმაციით, უცნობი მამაკაცი ღვთისმშობლის ტაძარში შევიდა და ყველაფრის არევ-დარევა დაიწყო. ტაძრის მღვდელმთავარმა უცნობს შენიშვნა მისცა, თუმცა მან არ მოუსმინა და სასულიერო პრის ყელი გამოჭრა.

ადგილზე მისულ პოლიცია დამნშავემ წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ სამართლდამცველები იძულებულები გახდნენ ის ფეხში დაეჭრათ და ამ გზით დაეკავებინათ. 

ამ დროისთვის დაჭრილი სასულიერო პირი ვინიცის ერთ-ერთ საავადმყოფოშ იმყოფება. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 
 

მსგავსი სიახლეები