თქვენს გვერდით ვიქნებით, სანამ საჭირო იქნება - ურზულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
ლაიენი ამბობს, რომ ახალ წელს ეს მისი პირველი საქმიანი სატელეფონო ზარია. ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და უკრაინელ ხალხს წარმატებები უსურვა.
"ევროკავშირი თქვენს გვერდით იქნება მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას - ბრძოლას თავისუფლებისთვის და ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენ გეხმარებით ამ ზამთარში გენერატორებით, სანათებით, თავშესაფრებით, სკოლის ავტობუსებით და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას. მოუთმენლად ველი კვლავ თქვენთან შეხვედრას უკრაინაში უახლოეს მომავალში“, - მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა ზელენსკის.