ბოლო 24 საათში უკრაინასთან ბრძოლაში ოკუპანტებმა კიდევ 750 სამხედრო დაკარგეს

გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა კიდევ 750 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს. უკრაინის დამცველებმა ასევე, 3 უპილოტო საფრენი აპარატი, ვერტმფრენი, 6 საარტილერიო სისტემა და 5 ტანკი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
24 თებერვლიდან დღემდე ოკუპანტების დანაკარგი ასე გამოიყურება:
- ჯარისკაცი - დაახლოებით 108 190;
- ტანკი - 3 036;
- ჯავშანტექნიკა - 6 100;
- საარტილერიო სისტემა - 2 033;
- სარაკეტო სისტემა - 424;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა - 214;
- თვითმფრინავები - 283;
- ვერტმფრენი - 270;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 839;
- საკრუიზო რაკეტები - 723;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 735;
- გემი/ნავი/კატარღა - 16;
- სპეციალური აღჭურვილობა - 181