ოკუპანტებმა იერიშები დონეცკისა და სუმის ოლქებზე მიიტანეს - არიან დაჭრილები და დაშავებულები
რუსეთი უკრაინულ ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშები ერთდროულად დონეცკისა და სუმის ოლქებზე მიიტანეს. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. რუსულმა არმიამ საბავშვო ყინულის მოედანი და რამდენიმე სკოლა დაბომბა. არიან დაჭრილები და დაშავებულები.
მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა, რამდენიმე ქალაქში ოკუპანტებმა იერიში ენერგოობიექტებზეც მიიტანეს. ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
პარალელურად, უკრაინა სამიტისთვის ემზადება. უკვე ცნობილია, რომ უკრაინა-ევროკავშირის სამიტი კიევში 3 თებერვალს დაიწყება.