ევროპარლამენტი ორი დეპუტატისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევის პროცესს იწყებს
ევროპალამენტი ორი დეპუტატისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევის პროცესს იწყებს. საქმე სავარაუდო კორუფციის ფაქტებს ეხება.
დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების პროცედურა ევროპარლამენტში ბელგიის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიწყო. გავრცელებული ცნობით, კორუფციის საქმეზე გამოძიება იტალიელი და ბელგიელი ევროპარლამენტარების წინააღმდეგ მიმდინარეობს.
ევროპარლამენტში ფაქტზე გამოძიება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. აღნიშნული ბრალდებით უკვე დაკავებულია ბერძენი დეპუტატი ევა კაილი.