2 დაღუპული და 9 დაშავებული - ბოლო 24 საათში ოკუპანტებმა ჰერსონი 80-ჯერ დაბომბეს

ბოლო 24 საათში ოკუპანტებმა ჰერსონი 80-ჯერ დაბომბეს. დაღუპულია 2 და დაშავებულია 9 მოქალაქე. ინფორმაციას ჰერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რუსმა ოკუპანტებმა ოლქის ტერიტორია 79-ჯერ დაბომბეს. მტერი არტილერიიდან, ძირითადად, მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებს ბომბავდა, - იუწყება ჰერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმდჯომარე.
იაროსლავ იანუშევიჩის ცნობით, ჰერსონზე რუსულმა არმიამ იერიში 32-ჯერ მიიტანა. კერძოდ, ჭურვები ავტობაზრობას, კომუნალურ დაწესებულებას და მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს მოხვდა.